ავტორიზაცია

ტოტი: "ოქროს ბურთის მესისთვის ან რონალდუსთვის გადაცემას მივეჩვიეთ, მაგრამ წელს სხვა იმსახურებს"

ტოტი: "ოქროს ბურთის მესისთვის ან რონალდუსთვის გადაცემას მივეჩვიეთ, მაგრამ წელს სხვა იმსახურებს"
თარიღი 29 ნოე 2021, 20:37

"რომას" ექს-თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ტოტიმ "ოქროს ბურთის" მოახლოებულ დაჯილდოვების ცერემონიაზე გააკეთა კომენტარი.

ლეგენდარული იტალიელის აზრით, აღნიშნული ჯილდო "ბაიერნის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის უნდა გადაეცეს.

"ოქროს ბურთის" მესისთვის ან რონალდუსთვის გადაცემას მივეჩვიეთ, მაგრამ ამ წელს ამ ჯილდოს ლევანდოვსკის მივცემდი", - განუცხადა ტოტიმ Sport-ს.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, პარიზში, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაში 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის მთავარ კონკურენტებად ლიონელ მესისა ("პსჟ") და ჟორჟინიოს ("ჩელსი") მოიაზრებენ.