ავტორიზაცია

"ყოველთვის მესის ფანი ვიყავი, მაგრამ მაინც", - ლამპარდმა დაასახელა კომპონენტი, რომელშიც ლეოს რონალდუ ურჩევნია

"ყოველთვის მესის ფანი ვიყავი, მაგრამ მაინც", - ლამპარდმა დაასახელა კომპონენტი, რომელშიც ლეოს რონალდუ ურჩევნია
თარიღი 29 ნოე 2021, 23:04

„ჩელსის“ ექს-ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის გააკეთა არჩევანი.

„იცით, მე ყოველთვის მესის გულშემატკივარი ვიყავი. მაგრამ რეალურად, თუ რონალდუს შედეგიანობას გადავხედავთ მნიშვნელოვან მატჩებში, მაშინ მას ავირჩევდი.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Sky Sports.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლეო მესიმ ლიგა 1-ს 7 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში.

ლამპარდი ამა წლის იანვარში მშობლიური „ჩელსიდან" წარუმატებელი შედეგების გამო გაუშვეს და მის ნაცვლად თომას ტუხელი დანიშნეს. რამდენიმე კვირის წინ ინგლისელი „ნორვიჩში" დანიშვნასთან იყო ახლოს, თუმცა გარიგება არ შედგა.