ავტორიზაცია

დანი ალვეში: "მესი 20 წელია ისედაც საუკეთესოა, წელს ოქროს ბურთი ერიქსენს უნდა მივცეთ"

დანი ალვეში: "მესი 20 წელია ისედაც საუკეთესოა, წელს ოქროს ბურთი ერიქსენს უნდა მივცეთ"
თარიღი 29 ნოე 2021, 23:15

„ბარსელონას“ მცველმა, დანი ალვეშმა, ოქროს ბურთის მიმდინარე დაჯილდოვებაზე ისაუბრა.

„ოქროს ბურთი წელს ერიქსენმა დაიმსახურა იმ ყველაფრის გამო, რაც მან გამოიარა. ეს კარგი გზავნილი იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთისთვის, ხალხი უფრო მგრძნობელობას გამოიჩენდა.

მესი უკვე 20 წელია საუკეთესოა, მაგრამ ახლა ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ჯილდო ერიქსენს გადაეცემა.“ - აღნიშნა ალვეშმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს ევრო 2020-ზე, დანიისა და ფინეთის მატჩზე გულის შეტევა დაემართა და ის მოედანზე მას შემდეგ არ გასულა. ამჟამად, ნახევარმცველი რეაბილიტაციას გადის.