ავტორიზაცია

France Football-მა 2021 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა

France Football-მა 2021 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა
თარიღი 30 ნოე 2021, 00:40

France Football-მა 2021 წლის საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა და ლევ იაშინის სახელობის ჯილდო გადასცა. 

წლის საუკეთესო მეკარედ „პსჟ-ს“ და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა, რომელიც პარიზულ გუნდში გასულ ზაფხულს „მილანიდან“ გადავიდა.

დონარუმას სეზონის პიკი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც ის ჩემპიონიც გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც.

იტალიელის გარდა, ამ ჯილდოზე წელს პრეტენზიას აცხადებდნენ: 

ედერსონი (სიტი), შმეიხელი (ლესტერი), ნავასი (პსჟ), მარტინესი (ასტონ ვილა), ნოიერი (ბაიერნი), ობლაკი (ატლეტიკო), ჰანდანოვიჩი (ინტერი), მენდი (ჩელსი), კურტუა (რეალი).