ოფიციალურად: ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო!

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული გამოავლინა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეშვიდედ ლეო მესი დასახელდა, რომელმაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
მეორე ადგილზე „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მესამეზე კი - „ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო.
ამ გამარჯვებით მესი უახლოეს მდევარ კრიშტიანუ რონალდუს კიდევ უფრო გადაუსწრო და ახლა მათ შორის სხვაობა უკვე ორამდე გაიზარდა - რონალდუს ხუთი რჩება, მესიმ კი მეშვიდე მოიგო.
გასულ სეზონში ლეო მესი ლა ლიგის და კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტიტულებს შორის კი იგივე კოპა ამერიკა და ესპანეთის თასის მოგება შეძლო.