ავტორიზაცია

"რობერტ, შენ იმსახურებს ოქროს ბურთს", - ჯილდოს მიღების შემდეგ, მესიმ ლევანდოვსკის მიმართა

"რობერტ, შენ იმსახურებს ოქროს ბურთს", - ჯილდოს მიღების შემდეგ, მესიმ ლევანდოვსკის მიმართა
თარიღი 30 Nov 2021, 01:09

კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ლეო მესი სიტყვით გამოვიდა.

„დღეს მე პარიზში ბედნიერი ვარ, ძალიან ძალიან ბედნიერი. მინდა, ახალი გამოწვევებისთვის ბრძოლა გავაგრძელო.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კიდევ, მაგრამ ახლა საკუთარი თავით მართლა სიამოვნებას ვიღებ. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს „ბარსელონადან“, „პსჟ-დან“ და არგენტინის ნაკრებიდან.“

ამის შემდეგ მესიმ ლევანდოვსკისაც მიმართა, რომელიც გამოკითხვაში მეორე ადგილს დასჯერდა:

„რობერტ, „ყველამ ვიცით და ვთანხმდებით, რომ გასულ წელს გამარჯვებული შენ იყავი. ვფიქრობ, „ფრანც ფუტბოლმა“ შენი კუთვნილი 2020 წლის ჯილდო უნდა გადმოგცეს - შენ იმსახურებ, რომ ის სახლში გქონდეს.“ - აღნიშნა ცერემონიაზე არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ფრანც ფუტბოლმა“ ცერემონია პანდემიის გამო არ ჩაატარა.