ავტორიზაცია

მესი მე-7 ოქროს ბურთის შესახებ: "ეს ჯილდო ჩემს ხელში იმის გამოა, რაც კოპა ამერიკაზე გავაკეთეთ"

მესი მე-7 ოქროს ბურთის შესახებ: "ეს ჯილდო ჩემს ხელში იმის გამოა, რაც კოპა ამერიკაზე გავაკეთეთ"
თარიღი 30 ნოე 2021, 04:16

"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 "ოქროს ბურთის" მოგებაზე საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

"საოცარია კვლავ აქ ყოფნა. ორი წლის წინ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. და აი, ისევ აქ ვარ. ახლა "პსჟ"-ში ვთამაშობ, ძალიან ბედნიერი ვარ".

"ახალი მიზნებისთვის ბრძოლის გაგრძელება მინდა. არ ვიცი, რამდენი წელი დამრჩა, მაგრამ ვიმედოვნებ, ბევრი, რადგან ფეხბურთი მიყვარს".

"მადლობა "ბარსაში", "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს. რაღაც მაკლდა, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. ავიხდინე ოცნება, რომლის ასრულებაც ძალიან მინდოდა. ეს პრიზი ჩემს ხელში იმის გამოა, რაც კოპა ამერიკაზე გავაკეთეთ".

"განსაკუთრებული საღამოა ჩემთვის", - განაცხადა 34 წლის სუპერვარსკვლავმა მორიგი დიდი აღიარების შემდეგ.