ავტორიზაცია

არც ისე დიდი სხვაობა — რამდენი ქულით აჯობა მესიმ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის გამოკითხვაში?

არც ისე დიდი სხვაობა — რამდენი ქულით აჯობა მესიმ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის გამოკითხვაში?
თარიღი 30 ნოე 2021, 04:29

ცნობილი გახდა, თუ რამდენი ქულა მიიღეს "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ტოპ-ხუთეულში შესულმა ფეხბურთელებმა.

ასე და ამგვარად, ლიონელ მესის ("პსჟ"), რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო, 613 ქულა ერგო, მეორე ადგილზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი") კი - 580. 

დანარჩენი სამეულის შედეგები შემდეგნაირია: ჟორჟინიო ("ჩელსი") - 460 ქულა, კარიმ ბენზემა ("რეალი") - 239 ქულა, ნ'გოლო კანტე ("ჩელსი") - 186 ქულა.

ამ გამარჯვებით მესიმ უახლოეს მდევარ კრიშტიანუ რონალდუს კიდევ უფრო გადაუსწრო და ახლა მათ შორის სხვაობა უკვე ორამდე გაიზარდა - პორტუგალიელს ხუთი რჩება, არგენტინელმა კი მეშვიდე მოიგო.

გასულ სეზონში ლეო ლა ლიგის და კოპა ამერიკას საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტიტულებს შორის კი იგივე კოპა ამერიკა და ესპანეთის თასის მოგება შეძლო.