ავტორიზაცია

ლევანდოვსკი კვლავ ოქროს ბურთის გარეშე დარჩა — რობერტი ლეო მესის გამარჯვებას გამოეხმაურა

ლევანდოვსკი კვლავ ოქროს ბურთის გარეშე დარჩა — რობერტი ლეო მესის გამარჯვებას გამოეხმაურა
თარიღი 30 ნოე 2021, 04:41

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "პსჟ"-ს ფორვარდ ლიონელ მესისა და "ბარსელონას" ქალთა გუნდის კაპიტან ალექსია პუტელასს მიულოცა, რომლებმაც "ოქროს ბურთები" დაისაკუთრეს.

"ლეო მესისა და ალექსია პუტელასს "ოქროს ბურთის" მოგებას ვულოცავ. აგრეთვე, ვულოცავ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ამ ჯილდოზე იყო ნომინირებული!".

"მე წლის საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი. ვერცერთი ფეხბურთელი ვერ აიღებს ინდივიდუალურ ჯილდოს ძლიერი გუნდისა და ერთგული გულშემატკივრების გარეშე. მადლობა მხარდაჭერისთვის", - წერს ლევანდოვსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, France Football-ის ვერსიით, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის გამოკითხვაში 33 წლის პოლონელმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა.

თავის მხრივ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ოქროს ბურთი" კარიერაში მეშვიდედ მოიგო, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.