ავტორიზაცია

ლეო მესიმ მე-8 ოქროს ბურთის შესაძლო მოგების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

ლეო მესიმ მე-8 ოქროს ბურთის შესაძლო მოგების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა
თარიღი 30 ნოე 2021, 05:11

"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მე-8 "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე დასმულ კითხვას უპასუხა:

"მე-8 "ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ".

"ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო, კლუბი შევიცვალე. ახლა ახალ ქალაქში ვცხოვრობ და ეს მაძლევს ძალას ახალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის".

"პსჟ"-ს გასახდელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან შეკრებილნი", - თქვა 34 წლის სუპერვარსკვლავმა.

მოგეხსენებათ, გარდა 2021 წლისა, მესის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გადაეცა.