ავტორიზაცია

მესი აქ მეორეა — ვინ არის ოქროს ბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული?

მესი აქ მეორეა — ვინ არის ოქროს ბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული?
თარიღი 30 ნოე 2021, 04:56

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.

არგენტინელმა აღნიშნული ჯილდო 34 წლისა და 158 დღის ასაკში მოიგო და ამ პრიზის ყველაზე ასაკოვან მფლობელებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

აქამდე ამ მაჩვენებლით მეორე სსრკ ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, ლევ იაშინი გახლდათ, რომელიც "ოქროს ბურთს" 34 წლისა და 56 დღის ასაკში დაეუფლა.

ფეხბურთის ისტორიაში ამ პრიზის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, სტენლი მეტიუზია - 41 წლის და 321 დღის.

მოგეხსენებათ, გარდა 2021 წლისა, მესის "ოქროს ბურთი" 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გადაეცა.

მესი მე-7 ოქროს ბურთის შესახებ: "ეს ჯილდო ჩემს ხელში იმის გამოა, რაც კოპა ამერიკაზე გავაკეთეთ"