ლეო მესიმ მე-8 ოქროს ბურთის შესაძლო მოგების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა
"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მე-8 "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე დასმულ კითხვას უპასუხა:
"მე-8 "ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ".
"ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო, კლუბი შევიცვალე. ახლა ახალ ქალაქში ვცხოვრობ და ეს მაძლევს ძალას ახალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის".
"პსჟ"-ს გასახდელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან შეკრებილნი", - თქვა 34 წლის სუპერვარსკვლავმა.
მოგეხსენებათ, გარდა 2021 წლისა, მესის საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გადაეცა.