ავტორიზაცია

"რონალდუ მანჩესტერში პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს, მაქსიმუმ ინგლისის თასს", - კინი

"რონალდუ მანჩესტერში პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს, მაქსიმუმ ინგლისის თასს", - კინი
თარიღი 30 ნოე 2021, 10:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ირლანდიელი ვეტერანი "ეშმაკუნების" შანსებს სკეპტიკურად აფასებს.

"რონალდუ ამჟამინდელ მანჩესტერში პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს. მისი მაქსიმუმი იქნება ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება წინმ გასვლა, არ ვიცი სადამდე.

ისინი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენ ფულს მოუტანს კლუბს, თუ შევაფასებთ ამ ყველაფერს ბიზნესის კუთხით? აი, ამიტომ დააბრუნეს რონალდუ.

მანჩესტერ იუნაიტედი მომავალ ორ-სამ წელიწადში ჩემპიონობას ვერ მოიგებს, ამის შესახებ ახლავე შემიძლია გითხრათ", - განაცხადა კინმა Sky Sports-ის ეთერში საუბრისას.