დიდი წმენდა დაწყებულია - დინამო თბილისს 5 ფეხბურთელი ტოვებს!
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დინამო თბილისის შემადგენლობას სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.
ამის შესახებ სამტრედიასთან(0-0) ვერმოგებული მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ განაცხადა.
GOAL.GE-მ შეიტყო იმ ფეხბურთელების შესახებ, ვისაც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლა მოუწევს. ამ მომენტისთვის ასეთები არიან: გიორგი ქიმაძე, ფაბიან სპორკსლედე, ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე და მილან რადინი, თუმცა როგორც გავიგეთ, წამსვლელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
დინამო თბილისმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სუპერთასი მოიგო. გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე გავიდა, თასიდან კი 1/8 ფინალში ქობულეთის შუქურამ გამოაგდო. დედაქალაქურმა გუნდმა წელს 4-ჯერ ითამაშა ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ და ვერცერთხელ მოუგო: 3 წაგება და 1 ფრე.