ავტორიზაცია

3-წლიანი კონტრაქტი შეთანხმდა - დინამო თბილისის პირველი ტრანსფერი

3-წლიანი კონტრაქტი შეთანხმდა - დინამო თბილისის პირველი ტრანსფერი
თარიღი 28 Nov 2021, 14:35

გაგრას 22 წლის მეკარე დავით კერესელიძე 2022 წლიდან დინამო თბილისში ითამაშებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ეს იქნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის ახალი სეზონის პირველი ტრანსფერი. მხარეებს შორის 2+1 სისტემით გაფორმდება კონტრაქტი.

დავით კერესელიძეს პროფესიონალური კარიერა ს.კ ცხინვალში დაიწყო, საიდანაც 2019 წელს გაგრაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კერესელიძემ გაგრასთან ერთად 2021 წლის ზაფხულში კონფერენს ლიგაზეც იასპარეზა.