ავტორიზაცია

"არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ხარჯავენ პსჟ და სიტი, ბაიერნი მაინც მათზე წინ დგას", - ჰიონესი

"არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ხარჯავენ პსჟ და სიტი, ბაიერნი მაინც მათზე წინ დგას", - ჰიონესი
თარიღი 30 ნოე 2021, 14:25

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი" მწვავედ გააკრიტიკა. გერმანელი ფუნქციონერის აზრით, მხოლოდ ფული ტიტულების მოსაგებად საკმარისი არ არის. 

"პარი სენ-ჟერმენსა და მან სიტის ჯერჯერობით არაფერი მოუგიათ. ფინანსური სიძლიერის მიუხედავად, აღნიშნული კლუბების ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის ერთი თასიც კი არ ფიქსირდება. 

რა განსხვავებაა ჩემსა და მათ პრეზიდენტებს შორის? მე ბევრს ვმუშაობდი ფულისთვის, მათ კი ფული უბრალოდ საჩუქრად ერგოთ. ეს გარემოება ბევრ დეტალს ხსნის.

პსჟ და მანჩესტერელები კვლავ შეხვდებიან ბაიერნს და ისინი კვლავ წააგებენ, მე კი ამ ყველაფრით ბედნიერი ვიქნები", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ექს-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2020 წელს გახდა სწორედ "ბავარია", რომელმაც ფინალში დაამარცხა ზუსტადაც რომ პარიზელები, ანგარიშით 1:0.