ავტორიზაცია

ფერან ტორესის ტრანსფერი ჩაიშალა — ბარსელონამ ალტერნატივას მანჩესტერ იუნაიტედში მიაგნო

ფერან ტორესის ტრანსფერი ჩაიშალა — ბარსელონამ ალტერნატივას მანჩესტერ იუნაიტედში მიაგნო
თარიღი 30 Nov 2021, 17:05

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo.

კატალონიური გრანდი 25 წლის ფრანგ ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ფერან ტორესის ალტერნატივად განიხილავს.

როგორც აქამდე ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მ დაწერა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" იანვარში 21 წლის ესპანელის იჯარით დამატება უნდოდათ, მაგრამ "ქალაქელებმა" უარი განაცხადეს.

ინგლისელთათვის ტორესის იჯარით გაშვების (შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით) ვარიანტი მიუღებელი იყო. კლუბი მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე გახლდათ თანახმა და ფერანის სანაცვლოდ არანაკლებ 70 მილიონ ევროს ითხოვდა, "ბარსას" კი ამხელა თანხა არ აქვს.

რაც შეეხება მარსიალს, "მანჩესტერ იუნაიტედში" ამ უკანასკნელის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის - მიმდინარე სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მარსიალს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.