პირველი ჯანლუიჯი დონარუმაა! — 2021 წლის 5 საუკეთესო გოლკიპერი IFFHS-ის ვერსიით
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუკეთესო გოლკიპერი გამოავლინა.
ასე და ამგვარად, პირველი ადგილი "პსჟ"-სა და იტალიის ნაკრების მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას ერგო, რომელმაც გამოკითხვაში 170 ქულა დააგროვა.
მეორე ადგილზე "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი (75 ქულა) გავიდა, ხოლო მესამეზე - "ჩელსის" სენეგალელი კიპერი, ედუარდ მენდი (40 ქულა).
აგრეთვე, ტოპ ხუთეულში მოხვდნენ "ასტონ ვილას" არგენტინელი მეკარე, ემილიანო მარტინესი (25 ქულა) და "ატლეტიკოს" სლოვენიელი გოლკიპერი, იან ობლაკი (20 ქულა).
2021 წლის 5 საუკეთესო მეკარე IFFHS-ის ვერსიით:
1. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, "პსჟ") - 170 ქულა
2. მანუელ ნოიერი (გერმანია, "ბაიერნი") - 75
3. ედუარ მენდი (სენეგალი, "ჩელსი") - 40
4. ემილიანო მარტინესი (არგენტინა, "ასტონ ვილა") - 25
5. იან ობლაკი (სლოვენია, "ატლეტიკო") - 20