ავტორიზაცია

არც რუსული კლუბი, არც ტრაბზონსპორი - ირაკლი აზაროვის ყიდვა კარგ ევროპულ გუნდს სურს!

არც რუსული კლუბი, არც ტრაბზონსპორი - ირაკლი აზაროვის ყიდვა კარგ ევროპულ გუნდს სურს!
თარიღი 30 ნოე 2021, 18:53

ბათუმის დინამოს 19 წლის მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის ტრანსფერისთვის ბრძოლაში შვეიცარიული ბაზელი ჩაერთო.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, შვეიცარიული ფეხბურთის გრანდი მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ადრეც შეგატყობინეთ, ირაკლი აზაროვის ტრანსფერით არამარტო ბაზელი, თურქული ტრაბზონსპორიცაა დაინტერესებული, რომელიც GOAL.GE-ს ცნობით, მზადაა ფეხბურთელში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. სუპერლიგის ლიდერებმა საქართველო-შვედეთის მატჩზე აზაროვის დასაკვირვებლად სკაუტებიც გამოუშვეს.

ირაკლი აზაროვისთვის პროფესიონალურ ფეხბურთში ეს სადებიუტო სრულფასოვანი წელი იყო. 19 წლის ფეხბურთელმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
სხვათაშორის, ბაზელის ქართველისადმი ინტერესზე აქამდეც დაიწერა. ევროპულ პრესას თუ დავუჯერებთ, შვეიცარიული კლუბის სკაუტები ძლიერ აკვირდებიან ბელგიური სერენის ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სიტუაციას, ვინც კლუბში ბრაზილიელი ფორვარდის, არტურის შემცვლელად წარმოუდგენიათ.