ავტორიზაცია

პსჟ-ს უახლოეს შეხვედრაში მესი დაეხმარება, რამოსი - დიდი ალბათობით ვერა

პსჟ-ს უახლოეს შეხვედრაში მესი დაეხმარება, რამოსი - დიდი ალბათობით ვერა
თარიღი 30 ნოე 2021, 22:49

1 დეკემბერს ლიგა 1-ს მე-16 ტურში „პსჟ“ „ნიცას“ დაუპირისპირდება.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ფორვარდი ლეო მესი მატჩს განაცხადში მოხვდება, ხოლო მცველი სერხიო რამოსი, რომელსაც ჩემპიონატში დებიუტი გასულ კვირას ჰქონდა, მატჩს გამოტოვებს.

„სერხიოს ველაპარაკე, ის პირველი თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წუთი მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა.

ახლა ის დაღლილობას გრძნობს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ხვალ თამაშს.“ - აღნიშნა პოჩეტინომ იქამდე, სანამ RMC Sport-ი თავის განცხადებას გამოაქვეყნებდა.

გასულ ტურში „პსჟ" სტუმრად „სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა და ეს მატჩი რამოსისთვის პარიზული გუნდის მაისურით პირველი იყო, მესიმ კი ამ შეხვედრაში ასისტების ჰეთ-ტრიკი მიითვალა.