ავტორიზაცია

დინამო თბილისმა ჯანო ანანიძეს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა

დინამო თბილისმა ჯანო ანანიძეს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა
თარიღი 30 ნოე 2021, 23:13

29 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სეზონის დასრულების შემდეგ დინამო თბილისს დატოვებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ჯანო ანანიძეს დინამო თბილისმა უკვე შეატყობინა გადაწყვეტილების შესახებ. ფეხბურთელი კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსიტ დაემშვიდობება.

ჯანო ანანიძე დინამო თბილისს აპრილში, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაისში ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ აღარ უთამაშია. 29 წლის ნახევარმცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯანოს გარდა დინამოს, დაახლოებით, 10 ფეხბურთელი დატოვებს.