ჰოლანდის წასვლა 90%-ით გადაწყვეტილია, ისმის კითხვა - სად?
ერლინგ ჰოლანდი ზაფხულში სავარაუდოთ დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს. Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი მაქს ბილეფელდი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელის წასვლის ალბათობა 90%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსიას" სურს მისი შენარჩუნება კიდევ ერთი წლით და ამისთვის მზადაა გააორმაგოს ფეხბურთელის ხელფასი. ჰოლანდიის ხელში ჩაგდების მთავარ ფავორიტებს შორის არიან "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ".
პარიზელებს ცენტრალური ფორვარდი დასჭირდებათ, თუკი კილიან მბაპე გუნდს დატოვებს. მიმდინარე სეზონში 21 წლის ერლინგმა გერმანიის ჩემპიონატში 7 თამაშში 10 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსაც", თუმცა ესპანურმა კლუბმა არჩევანი მბაპეს ტრანსფერის სასარგებლოდ გააკეთა.