ავტორიზაცია

"ფაქტია", - რონალდუმ მოიწონა პოსტი, რომელიც ამბობს, რომ მესის ოქროს ბურთი დაუმსახურებლად გადასცეს

"ფაქტია", - რონალდუმ მოიწონა პოსტი, რომელიც ამბობს, რომ მესის ოქროს ბურთი დაუმსახურებლად გადასცეს
თარიღი 01 დეკ 2021, 16:54

„მან.იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, საკუთარი გულშემატკივრის პოსტი მოიწონა, რომელმაც დიდ პოსტში მოიყვანა საკუთარი არგუმენტები იმაზე, რომ პორტუგალიელს გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ ჩაგრავს და რომ მესის 2021 წლის ოქროს ბურთ არ დაიმსახურა.

„ფაქტია“, - წერს რონალდუ ამ პოსტის კომენტარებში, გარდა ამისა მან ის მოიწონა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში რონალდუ წელს მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა და ნგოლო კანტეს, კარიმ ბენზემას, ჟორჟინიოს, ლევანდოვსკის და გამარჯვებულ ლეო მესის ჩამორჩა.

პორტუგალიელს კარიერაში ხუთი ოქროს ბურთი აქვს მოგებული.