კლოპი: "ლევანდოვსკის ოქროს ბურთს არც მომავალში მისცემენ"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ოქროს ბურთის განვლილი დაჯილდოვების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. გერმანელი შეეხო ლეო მესის, რობერტ ლევანდოვსკის და მო სალაჰს.
"დიახ, მე გამიკვირდა სალაჰის მეშვიდე ადგილი, სიმართლე გითხრათ. გამოკითხვაში მონაწილეობას ჟურნალისტები იღებენ? მაშინ არ მკითხოთ, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია.
მესის ყოველთვის შეგიძლია მისცე ოქროს ბურთი მისი განუმეორებელი კარიერისთვის, მაგრამ თუ ამჯერად ლევანდოვსკის ჯილდო არ გადაეცა, ის ვეღარასდროს მოიგებს ამ პრიზს მომავალში.
რაც შეეხება სალაჰს, დიახ, ის უფრო მაღლა უნდა იყოს განთავსებული", - თქვა გერმანელმა. შეგახსენებთ, რომ მესიმ ოქროს ბურთი თავის კარიერაში მეშვიდედ მოიგო.
ბაიერნი - ბარსელონა და ჩემპიონთა ლიგის კიდევ სამი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება