"როცა მძ*ნერული ჯილდოების მოფიქრება გიწევს", - ევრამ ლევანდოვსკის პრიზის გამო France Football-ს დასცინა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მცველმა, პატრის ევრამ, ჩავლილი ოქროს ბურთის ცერემონიის შესახებ კიდევ ერთი სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვებაზე რობერტ ლევანდოვსკის წელს მოფიქრებული პრიზი გადასცეს: „წლის საუკეთესო თავდამსხმელი.“
„როცა France Football-ს მძ*ნერული ჯილდოების მოფიქრება უწევს, რათა ხალხი ბედნიერი იყოს, იმიტომ რომ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ.” - წერს ევრა.