"დავფიქრდებით ამაზე, მაგრამ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით", - გადასცემენ თუ არა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთს?
France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ არ გამორიცხა, რომ გამოცემამ შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას 2020 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების გაუქმების თაობაზე.
„შეიძლება დავფიქრდეთ ამაზე, მაგრამ ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ ოქროს ბურთის ისტორიას, რომელიც ხმის მიცემას ეყრდნობა.
ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ოქროს ბურთს შარშან ლევანდოვსკი მოიგებდა, გამოკითხვა არ ყოფილა. თუმცა, მას მაღალი შანსები ექნებოდა.“ - ციტირებს ფერეს სიტყვებს Watson.
შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს ბურთი ლეო მესიმ მოიგო, შარშან კი „ფრანც ფუტბოლმა“ დაჯილდოვება არ ჩაატარა და ნაცვლად ამისა ყველა დროის საუკეთესო გუნდი დაასახელა.