ავტორიზაცია

ზლატანი: "ლეო ფეხბურთით ცხოვრობს, მაგრამ წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა"

ზლატანი: "ლეო ფეხბურთით ცხოვრობს, მაგრამ წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა"
თარიღი 01 Dec 2021, 17:05

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მესი თუ რონალდუ? ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მესის მხოლოდ იმიტომ ავირჩევ, რომ ერთ გუნდში გვაქვს ნათამაშები და პროფესიონალური ურთიერთობა გვაკავშირებს.

ლიონელი ფეხბურთით ცხოვრობს, მაგრამ წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა.“ - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Corriere della Sera.

შეგახსენებთ, რომ მესისთვის ეს კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთია. აქამდე ის ამ ჯილდოს 2009-2013, 2015 და 2019 წლებში იგებდა.