ბარსელონამ მანჩესტერს მარსიალის თაობაზე მიმართა, თუმცა რამდენიმე კვირა მოცდა მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ანტონი მარსიალმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ეშმაკუნებს" 25 წლის ფრანგის თაობაზე "ბარსელონა" დაუკავშირდა.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობით, კატალონიელებს რამდენიმე კვირა მოუწევთ მოცდა, რათა გაირკვეს, დააყენებენ თუ არა მანიკუნიანელები მარსიალს ტრანსფერზე.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთელის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რაც მისი წასვლის შანსებს ზრდის - მიმდინარე სეზონში ანტონიმ ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.
მარსიალს "ემიუსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.
ფერან ტორესის ტრანსფერი ჩაიშალა — ბარსელონამ ალტერნატივას მანჩესტერ იუნაიტედში მიაგნო