ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა სეტიენს კომპენსაციის სახით გადაუხდის
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კომპენსაციას გადაუხდის.
მხარეები 4 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, იტყობინება Diario Sport, Cadena Ser-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"ბარსამ" აღიარა, რომ 63 წლის ესპანელი სპეციალისტის გათავისუფლება არაკორექტული იყო. კლუბი მას კუთვნილ თანხას ნაწილ-ნაწილ გადაუხდის. ამის წყალობით, "ბლაუგრანამ" 20 დეკემბრისთვის დაგეგმილ სასამართლო პროცესს თავი აარიდა.
აქამდე გავრცელებული ცნობით, სეტიენი "ბარსასგან" 14 მილიონს ითხოვდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
კატალონიურმა გრანდმა სეტენი 2020 წლის 13 იანვარს დანიშნა და იმავე წლის 17 აგვისტოს გაათავისუფლა - ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" (2:8) განადგურების შემდეგ.