ავტორიზაცია

"ავხტი და სახეში იდაყვი ჩავარტყი", - იბრაჰიმოვიჩმა ძველი ინციდენტი გაიხსენა, მატერაციმ მალევე უპასუხა

"ავხტი და სახეში იდაყვი ჩავარტყი", - იბრაჰიმოვიჩმა ძველი ინციდენტი გაიხსენა, მატერაციმ მალევე უპასუხა
თარიღი 01 დეკ 2021, 23:15

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ინტერის" ყოფილ მცველ მარკო მატერაცის თამაშზე ნეგატიურად ისაუბრა, ეს უკანასკნელი კი მის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"შეიძლებოდა მეტოქეს უკნიდან მიპარვოდა და განზრახ დაეზიანებინა. ჩვენ, ფეხბურთელები, მაშინვე ვხვდებით, როდის მოდის მეტოქე შეტაკებაზე, რათა დაგვაზიანოს ან უბრალოდ უხეშად ითამაშოს, როგორც კიელინი, სტამი, მალდინი...".

"მატერაცი? მასთან ინციდენტი მქონდა და დერბიში გადავუხადე. გაშლილი ფეხებით წამოვიდა ვარდნაზე, ავხტი და სახეში იდაყვი ჩავარტყი".

"ფილიპო ინძაგიმ თქვა: "ჩემი ცხოვრების საუკეთესო დერბი: 1:0, იბრას გოლი, მატერაცი საავადმყოფოში". ცხადია, იხუმრა", - თქვა ზლატანმა.

საპასუხოდ, მატერაციმ ინსტაგრამზე მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის თასებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა - ტიტულებთან, რომლებიც მას მოუგია, მაგრამ არა იბრაჰიმოვიჩს, წარწერით: "პოსტი უსიტყვოდ".

იბრაჰიმოვიჩი: "ტექნიკის დონე ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და სერია ა-ში უფრო მაღალია, ვიდრე პრემიერ ლიგაში"