იბრაჰიმოვიჩი: "2019 წელს, მარადონას გამო, ნაპოლიში გადასვლა მქონდა გადაწყვეტილი"
"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ 2019 წელს დიეგო მარადონას გავლენის გამო "ნაპოლიში" გადასვლასთან იყო ახლოს.
"მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ყურების შემდეგ, "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე, რათა გამეკეთებინა ის, რაც მარადონამ გააკეთა - ლიგა მომეგო".
"ამერიკისგან დავიღალე და კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. მაგრამ მინომ მითხრა: "შეშლილი ხარ, იტალიაში უნდა დაბრუნდე".
"ნაპოლისთან" შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ დე ლაურენტისმა ანჩელოტი გაათავისუფლა. მინოს ვკითხე: "რომელი გუნდია ცუდ ფორმაში, სად შემიძლია ამის შეცვლა?".
"მიპასუხა: "მილანი" გუშინ "ატალანტასთან" 0:5 დამარცხდა" და გადაწყვეტილება მივიღე", - განუცხადა იბრამ Corriere della Sera-ს.