ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ზაფხულში ბაიერნიდან წასვლას აპირებს და სასურველი კლუბიც შეარჩია — AS

ლევანდოვსკი ზაფხულში ბაიერნიდან წასვლას აპირებს და სასურველი კლუბიც შეარჩია — AS
თარიღი 01 დეკ 2021, 23:44

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში მიუნხენური გრანდის დატოვებას აპირებს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა As.

პოლონელს მადრიდული კლუბის პოპულარობა და მისი ამბიციები იზიდავს, რის გამოც უკვე დიდი ხანია იქ თამაშზე ოცნებობს. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელმა თავის აგენტ პინი ზაჰავის დაავალა, რომ "რეალში" შესაძლო ტრანსფერისთვის მაქსიმალური პრიორიტეტი მიენიჭებინა.

მადრიდული გრანდის მენეჯერები 33 წლის პოლონელზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ მუშაობს თავის სხეულზე.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ "რეალში" უფრო ახალგაზრდა ბომბარდირითაც ინტერესდებიან - ერლინგ ჰოლანდით ("დორტმუნდი"). "სამეფო კლუბიც" აპირებს 21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლას, მთავარ ფავორიტებად კი "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" მოიაზრებიან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.