ავტორიზაცია

პირველი ფეხბურთელი, რომელიც დატოვებს ხავის ბარსელონას კოუტინიო იქნება

პირველი ფეხბურთელი, რომელიც დატოვებს ხავის ბარსელონას კოუტინიო იქნება
თარიღი 02 Dec 2021, 13:02

"ბარსელონა" იანვარში ვერავის გაიფორმებს სახელფასო ზღვარის განტვირთვის გარეშე, იტყობინება Cadena COPE. ამრიგად, იანვარში ფეხბურთელების გაყიდვები არის არა რეკომენდებული, არამედ აუცილებელი.

მომავალი ტრანსფერებისთვის ფილიპე კოუტინიოს წასვლა საკვანძო მომენტად ითვლება. ბრაზილიელი ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

მისი წასვლა კატალონიელების ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს. გარდა ამისა, მიუხედავად დიდი ხელფასისა, კოუტინიო არ არის საკვანძო მოთამაშე ხავის გუნდში.

ამ სეზონში კოუტინიომ "ბარსას" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, ოთხი სასტარტო შემადგენლობაში და ორი გოლი გაიტანა. მას რამდენიმე მსურველი პრემიერ ლიგაში ჰყავს.