ავტორიზაცია

"ბარსელონაში ზამთარში ახალი თავდამსხმელი მოვა", - კლუბის დირექტორი

"ბარსელონაში ზამთარში ახალი თავდამსხმელი მოვა", - კლუბის დირექტორი
თარიღი 02 დეკ 2021, 12:29

"ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდში ახალი თავდამსხმელი მოვა.

"რა თქმა უნდა, ბარსელონას შეეძლება ფეხბურთელების შეძენა ზამთარში და ზაფხულშიც. რაც შეეხება განახლებას, დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას".

კატალონიელთა ახალწვეული ფორვარდი უდიდესი ალბათობით იქნება "მანჩესტერ სიტის" შემტევი, ფერან ტორესი, რომელთანაც წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.

ამის გარდა, "ბლაუგრანა" კიდევ ერთი წინახაზელის ტრანსფერზე მუშაობს. "ლურჯ-ბროწეულისფრები" ძირითადად პრემიერ ლიგის სტრაიკერებით ინტერესდებიან.