ავტორიზაცია

ასპილიკუეტას მოსვლა და დესტის წასვლა - ბარსელონას მორიგი სატრანსფერო გეგმა

ასპილიკუეტას მოსვლა და დესტის წასვლა - ბარსელონას მორიგი სატრანსფერო გეგმა
თარიღი 02 დეკ 2021, 11:19

"ბარსელონა" აგრძელებს "ჩელსის" მცველ სეზარ ასპილიკუეტას აქტიურ მონიტორინგს. ლონდონელები თავის კაპიტანს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, მაგრამ 32 წლის ფეხბურთელი არ ჩქარობს ხელის მოწერას.

შესაძლოა, რომ ის თავადაც იყოს კატალონიაში გადასვლით დაინტერესებული. ამ ყველაფრის გარდა, Marca წერს, რომ სერჟინიო დესტი ხავის გეგმებში სულაც არ შედის.

როგორც ჩანს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ახალ მწვრთნელს სჭირდება მცველი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად შეასრულოს მარჯვენა ცენტრალური მცველის როლი.

ასპილიკუეტა ამ როლს კარგად ერგება, ის კონტესთვის თამაშობდა და ახლა იგივეს ტუხელისთვის აკეთებს. ვნახოთ, რით დასრულდება "ბლაუგრანას" სატრანსფერო გეგმა.

ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონა სეტიენს კომპენსაციის სახით გადაუხდის