ავტორიზაცია

ბრძოლა ადეიემისთვის — ფავორიტად ბარსა მოიაზრება, მაგრამ სერიოზული კონკურენტი ჰყავს

ბრძოლა ადეიემისთვის — ფავორიტად ბარსა მოიაზრება, მაგრამ სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 02 დეკ 2021, 18:49

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელის, კარიმ ადეიემის შეძენას აპირებს.

კატალონიური გრანდი გერმანიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდის, იტყობინება Sport.es-ი, Sky Sports-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ "დორტმუნდმა" ადეიემის სანაცვლოდ "ზალცბურგს" უფრო ნაკლები შესთავაზა - 35 მილიონი, მაგრამ თავად ფეხბურთელს უფრო მაღალ ხელფასს ჰპირდება.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კარიმისადმი ყურადღებას "რეალი", "ატლეტიკო", "პსჟ" და "ინტერიც" იჩენენ.

ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, თავად "ზალცბურგის" შემტევს "ბარსაში" გადაბარგების ვარიანტი იზიდავს.

მიმდინარე სეზონში კარიმმა, რომელსაც ავსტრიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.