ავტორიზაცია

"ჩემი ფილოსოფიის შესაფერისი კლუბია", - კონტემ განმარტა, თუ რატომ დათანხმდა ტოტენჰემის გაწვრთნას

"ჩემი ფილოსოფიის შესაფერისი კლუბია", - კონტემ განმარტა, თუ რატომ დათანხმდა ტოტენჰემის გაწვრთნას
თარიღი 02 დეკ 2021, 20:05

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ცხრილში უფრო მაღლა უნდა ავიდეთ, ქულები დავაგროვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს წინ მყოფ გუნდებთან ახლოს ყოფნა".

"იანვრამდე ჯერ კიდევ შორია. მთელი შემადგენლობა სრულად ჯერ არ შემიფასებია. ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი".

"არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იანვარში, იმაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ გუნდი. აქ იმიტომ ვარ, რომ ეს სამუშაო ძალიან მაინტერესებს, მზად ვარ მოთმინება გამოვიჩინო. მინდა კლუბთან ერთად რაღაც დიდი შევქმნა".

"როცა რაღაც საქმისთვის იბრძვი, ყველაფერი სწორად უნდა შეაფასო, შენს გრძნობებს მოუსმინო. და, გულახდილად ვამბობ, ვიგრძენი, რომ "ტოტენჰემი" ჩემი იდეების, ჩემი ფილოსოფიის შესაფერისი კლუბია. ამიტომაც დავთანხმდი", - ციტირებს კონტეს სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი "დეზებს" სათავეში მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ჩაუდგა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.