ლაიფციგის ორი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც რანგნიკს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი იანვარში "ლაიფციგის" ორი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს.
ასე და ამგვარად, მანიკუნიანელთა შორტ-ლისტში არა მხოლოდ ჩამშლელი ნახევარმცველი ამადუ აიდარა, გარემარბი კრისტოფერ ნკუნკუცაა მოხვედრილი.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს.
გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ 24 წლის ფრანგს რანგნიკი სწორედ "ლაიფციგში" მუშაობიდან იცნობს.
მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.