ავტორიზაცია

რა თანხას გამოუყოფს მანჩესტერი რანგნიკს იანვარში და ვინ არიან მისი სამიზნეები?

რა თანხას გამოუყოფს მანჩესტერი რანგნიკს იანვარში და ვინ არიან მისი სამიზნეები?
თარიღი 02 დეკ 2021, 10:41

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის ტრანსფერებისთვის 100 მილიონ ფუნტს გამოუყოფს დროებით მწვრთნელს რალფ რანგნიკს, რომელსაც ორი მიზანი აქვს განზრახული.

ამ დროისთვის რანგნიკი ჯერ კიდევ ელოდება მუშაობის ნებართვას, მაგრამ რალფი და მისი ახალი კლუბი უკვე აწყობენ ერთობლივ გეგმებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის.

მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენის საფრთხე უბიძგებს "წითელ ეშმაკებს" შემადგენლობის გაძლიერებისთვის. Daily Mirror-ის ინფორმაციით, რანგნიკს მომავალ თვეში 100 მილიონი ფუნტის დახარჯვის უფლება ექნება.

უპირველეს ყოვლისა, რალფი მზადაა მიმართოს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კარგად იცნობს. გაზეთის ცნობით, 63 წლის გერმანელს რადარზე ჰყავს ნახევარმცველი ამადუ აიდარი და გარემარბი კრისტოფერ ნკუნკუ "ლაიფციგიდან".

ამ სეზონის დასრულების შემდეგ, რანგნიკი დაიკავებს "იუნაიტედის" მრჩევლის როლს, ამიტომ, "ოლდ ტრაფორდზე" ვერ ხედავს პრობლემას იანვარში რალფის მხარდაჭერაში, მიუხედავად მისი დროებითი სტატუსისა.