გვარდიოლა გრილიშის მიმართ ასტონ ვილას ფანების სტვენაზე: "ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან უყვართ"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის ეგიდით "ასტონ ვილასთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ გუნდის შემტევ ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის შესახებ ისაუბრა.
"ქალაქელთა" დამრიგებელი ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ ბირმინგემული კლუბის გულშემატკივართა სტვენას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, "სიტიმ" გრილიში მიმდინარე წლის აგვისტოში "ასტონ ვილადან" 100 მილიონ ფუნტად იყიდა.
"ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. რადგან უსტვენენ, ესე იგი ძალიან უყვართ. ვფიქრობ, ბევრმა ტაში დაუკრა - ასე თბილად დახვდნენ თავიანთი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს".
"გადაწყვიტა წინ გადაედგა ნაბიჯი და ევროთასებზე ეთამაშა", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.