გვარდიოლა: "ბერნარდუ სილვა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ნახევარმცველ ბერნარდუ სილვას შესახებ ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა "ქალაქელთა" პორტუგალიელი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"2-3 სეზონის წინ პრემიერ ლიგაში საუკეთესო იყო და ახლაც საუკეთესოა ლიგაში", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს The Times.
"გადახედეთ სამი წლის წინანდელ ნაწყვეტებს, როცა 98 ქულა გვქონდა და ნახავთ, როგორი ფეხბურთელია ახლა".
"ბერნარდუს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. შეიძლება ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია", - დასძინა პეპმა.
მიმდინარე სეზონში ბერნარდუმ "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.