"მოლაპარაკებები სასურველზე ნელა მიმდინარეობს", - დემბელეს წასვლის შანსები თანდათან იზრდება

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის გარემარბ უსმან დემბელესთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა.
"პროცესი სასურველზე ნელა მიმდინარეობს. ამაზე ვმუშაობთ, საბრძოლო განწყობას ვინარჩუნებთ".
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეუძლია წამყვან ფეხბურთელად იქცეს, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებას მოვახერხებთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Cope.
ცნობისთვის, 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.
მიმდინარე სეზონში დემბელემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.