ავტორიზაცია

ზეწოლა დემბელეზე - ბარსელონა კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს

ზეწოლა დემბელეზე - ბარსელონა კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს
თარიღი 02 Dec 2021, 15:28

Diario Sport-ის ცნობით, ბარსელონა ოსმან დემბელეზე ზეწოლას ახდენს, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ამ კვირაში დაგეგმილია შეხვედრა კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. თავდამსხმელი დიდ ინტერესს იწვევს პრემიერ ლიგის გუნდებში, მათ შორის "ნიუკასლ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში".

დემბელე თავისუფალი აგენტი გახდება მომავალ ზაფხულს, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება. სწორედ ამას შიშობენ კატალონიელები.

"ბარსელონა" ფრანგ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს ახალი მწვრთნელის, ხავის ინიციატივით. მისთვის დემბელე გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.