ავტორიზაცია

"ძალიან მორცხვი ვიყავი", - იბრაჰიმოვიჩმა გაამხილა, თუ რა ასაკში ჰქონდა პირველად სექსი

"ძალიან მორცხვი ვიყავი", - იბრაჰიმოვიჩმა გაამხილა, თუ რა ასაკში ჰქონდა პირველად სექსი
თარიღი 02 დეკ 2021, 23:35

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალგაზრდობაში გოგონებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

– როგორ მიდიოდა საქმე გოგონებთან?

"ძალიან მორცხვი ვიყავი. პირველი პაემნის წინ ის ყველაფერი ჩამოვწერე, რისი თქმაც მინდოდა. თუ გოგო სხვა რაღაცაზე მკითხავდა, იგივე კითხვით ვუპასუხებდი. საცოდავი სანახაობა იყო. ეს ყველაფერი თანატოლებზე გაცილებით გვიან მქონდა".

– რა ასაკში დაკავდით სექსით პირველად?

"17 წლის ასაკში. იმიტომ, რომ პირველად დავტოვე მალმიოს გეტო და ქალაქის ცენტრში გავედი. მხოლოდ მაშინ შევიცანი შვედი გოგოები ისეთებად, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ - ქერათმიანები, თავისუფლები. გეტოში მხოლოდ მოკლეთმიანი და ჩადრიანი გოგოები იყვნენ", - განუცხადა ზლატანმა Corriere della Sera-ს.