Bild-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს — სურს თუ არა ლევანდოვსკის რეალში გადასვლა?
"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი "რეალში" გადასვლას არ აპირებს, იტყობინება Bild-ი, AS-ის ინფორმაციაზე კომენტირებისას.
ხაზგასმულია, რომ პოლონელი მიუნხენურ გრანდში თავს კომფორტულად გრძნობს.
აგრეთვე, მის შენარჩუნებას "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობაც აპირებს და გაზაფხულზე 2023 წლის გაზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, 33 წლის სუპერვარსკვლავი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს, გუნდს იგი "დორტმუნდიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.