ავტორიზაცია

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა — რამდენი დღე აქვს ფრანგს გადაწყვეტილების მისაღებად?

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა — რამდენი დღე აქვს ფრანგს გადაწყვეტილების მისაღებად?
თარიღი 03 დეკ 2021, 00:08

"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე მომავალ ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კლუბის შეთავაზებაზე რეაგირებას არ ახდენს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

კლუბმა 24 წლის ფრანგს ულტიმატუმი წაუყენა: თუ 15 დღის განმავლობაში არ გადაწყვეტს, რის გაკეთებას აპირებს, მაშინ ზამთარში ტრანსფერზე დააყენებენ.

მიუხედავად ამისა, აგენტის მხრიდან ზეწოლის გამო, დემბელეს ახალი ხელშეკრულების გაფორმებაში სერიოზული ეჭვი ეპარება. მუსა სისოკო უსმანს არწმუნებს, რომ სხვა გუნდში მეტის გამომუშავება შეუძლია და სამუშაო ადგილის შეცვლა სარგებელს მოუტანს.

ასე და ამგვარად, დაინტერესებულ კლუბებს შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლი" არიან, მაგრამ ეს კლუბები იანვარში "ბარსას" წინადადებით არ მიმართავენ.

ამავდროულად, გუნდის შიგნით დემბელე ამტკიცებს, რომ კლუბში ბედნიერია, დარჩენა უნდა და ნდობის გამართლება.

მიმდინარე სეზონში უსმანმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.