ლევანდოვსკის ექს-აგენტი: "რეალში გადასვლასა და რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობდა"
"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, ცეზარი კუხარსკიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის ექს-წარმომადგენლის თქმით, ფორვარდს "რეალში" თამაში უნდოდა, როცა "დორტმუნდიდან" წასასვლელად ემზადებოდა.
"რეალთან" კონტრაქტის გაფორმებაზე და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობდა", - ციტირებს კუხარსკის სიტყვებს Cadena SER.
"მაგრამ ვფიქრობდი, რომ რობერტი თადარიგში არ უნდა ყოფილიყო, "რეალი" კი სწორედ ამას გვთავაზობდა - ბენზემას შემცვლელის როლს", - დასძინა აგენტმა.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკიმ "დორტმუნდი" 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბაიერნს" უფასოდ შეუერთდა.