რომელი გუნდები იბრძოლებენ ეროვნული ლიგის პლეი-ოფში? - განრიგი და წყვილები
დღეს, 3 დეკემებრს სტარტს აიღებს საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტური. როგორც ვიცით, ბათუმის "დინამომ" თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა უკვე გაიფორმა.
ამის გარდა, გარკვეულია ის ფაქტიც, რომ "სამტრედია" ახალი სეზონიდან ითამაშებს ქვედა ლიგაში, რადგან აღნიშნულმა გუნდმა პლეი-ოფში ბრძოლის თეორიული შანსიც დაკარგა.
თამაშში რჩება ქუთაისის "ტორპედო", რომელიც ელიგის საგზურს გაათამაშებს მარტვილის "მერანთან", ქობულეთის "შუქურა" კი "გაგრასთან". ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ლიგის საგზური პლეი-ოფის გარეშე გაიფორმა.
პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართება 8 დეკემბერს, განმეორებითები კი ოთხი დღის შემდეგ, 12-ში. ვნახოთ, როგორ დაკომპლექტდება ჩვენი ჩემპიონატი ახალი სეზონისთვის.
08/12/2021 - მერანი-ტორპედო
08/12/2021 - გაგრა-შუქურა