ვლაჰოვიჩის უარის მიუხედავად, არსენალი მას არ ეშვება - საუბარი უკვე 85 მილიონზეა
"ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც FirenzeViola La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იუწყება, "მეთოფეებმა" კლუბს სატრანსფერო შეთავაზება უკვე გაუკეთეს.
ახლა მათ შეუძლიათ წინადადების გაუმჯობესება, 85 მილიონ ევრომდე. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ვარიანტი მოსწონთ, თუმცა თავად სერბს არ სურს "არსენალში" გადასვლა და არც "ფიორენტინას" ზამთარში დატოვება.
მის ინტერესებშია მინიმუმ ზაფხულამდე ფლორენციაში დარჩენა და უკვე შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელს სერია A-ში 15 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" გარდა, ვლაჰოვიჩის სახელს აგრეთვე აქტიურად უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", "მანჩესტერ სიტისა" და კიდევ რამდენიმე ტოპ-კლუბს.