დაუშვილი დინამო თბილისში? - აპოელის პოზიცია ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, ნიქოზიას "აპოელის" საყრდენი ნახევარმცველის, ბუბა დაუშვილის სახელს თბილისის "დინამოს" უკავშირებენ. გამოცემა Sport-fm-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით კვიპროსული კლუბის პოზიცია გააჟღერა.
"დინამოს დაინტერესების შესახებ აპოელში არაფერი იციან. დაუშვილი მხოლოდ თავის ამჟამინდელ კლუბზეა კონცენტრირებული", - წერენ კვიპროსელები ქართველის შესახებ.
შეგახსენებთ, ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყოფილი ჩამშლელი "ლურჯ-ყვითლებში" გადავიდა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ და ამ დროის განმავლობაში მან 7 მატჩის ჩატარება მოასწრო.
აქვე დავამატებთ, 32-წლის ჰავბეკი ქართული ფეხბურთის ფლანგმანში უკვე თამაშობდა, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდულ აკადემიასა და დუბლ-შემადგენლობაში, 2002-2005 წლებში.